ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ თაღლითური ქოლცენტრების ხელმძღვანელებს ქონება დაუყადაღა

Civil Georgia 1 თვე წინ 19
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ თაღლითური ქოლცენტრების ხელმძღვანელებს ქონება დაუყადაღა

გენერალურმა პროკურატურამ საჯარო რეესტრს თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებისა და აგენტების ქონების დაყადაღების მოთხოვნით 13 მარტს მიმართა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ მათი საქმიანობა გამოავლინა.

დამოუკიდებემა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელიც 5 მარტს გამოქვეყნდა, გამოავლინა A.K. GROUP-ის საკუთრებაში არსებული ორი ქოლცენტრი თბილისში, რომელმაც 2022-დან 2025 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით ათასობით დაზარალებულს მოტყუებით 35 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოსძალა.

პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მენეჯერს მერი შოთაძეს, A.K. Group-ის მფლობელს აკაკი ქევხიშვილს და ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლენილ კიდევ რამდენიმე თანამშრომელს უძრავი ქონება დაუყადაღა. ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ორ ქოლცენტრში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, თუმცა ბევრი მათგანის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია