
El Gol Digital წერს, რომ პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მორიგი ხმაურიანი გარიგებისთვის ემზადება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ბოსები “ბარსელონადან” 17 წლის ამოამვალი ვარსკვლავის ლამინ იამალის დამატებას შეეცდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს 222 მილიონზე მეტი და შესაბამისად, ნეიმარის ტრანსფერზე დიდი თანხა გადაუხადონ.
თავად იამალს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და მისი წარმომადგენლები “ბარსელონასთან” ახალ შრომით ხელშეკრულებაზე საუბრობენ.
თავის მხრივ, პსჟ ფეხბურთელის დაყოლიებას ეცდება და მას გაცილებით მეტ გასამრჯელოს შესთავაზებს.