ცესკოს პრესსპიკერი ნათია
იოსელიანი აცხადებს, რომ
ზოგიერთ უბანზე „მცირედი
ტექნიკური ხარვეზები“
დაფიქსირდა, თუმცა
ადმინისტრაციას
„დაუყოვნებლივი
რეაგირება“
ჰქონდა.„პროცესი ახლა
მშვიდო გარემოში
მიმდინარეობს. ყველა უბანი
ამ დროისთვის იღებს
ამომრჩევლებს და
მიმდინარეობს კენჭისყრა“, -
თქვა
იოსელიანმა.ამომრჩევლებს
საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო
უბანი ემსახურება.აქედან
საქართველოში გახსნილია 3 044
უბანი, მათ შორის
გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილი უბნები:12 -
პენიტენციურ
დაწესებულებებში,1 -
ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრში.