პროტესტის მე-13 დღეს,
პარლამენტის წინ
მოქალაქეები ისევ
იკრიბებიან და ხელახალ
არჩევნებს, ასევე
მოძალადეების დასჯასა და
დაკავებული პირების
გათავისუფლებას
ითხოვენ.საკანონმდებლო
ორგანოს მიმდებარე
ტერიტორიაზე საავტომობილო
მოძრაობა ცოტა ხნის წინ
გადაიკეტა. მოქალაქეები
ტერიტორიაზე თავისუფლად
გადაადგილდებიან.როგორ
წარიმართება პროცესები
ჯერჯერობით უცნობია,
რადგან აქციაზე სიტყვით
გამოსვლები კვლავ არ
იგეგმება. როგორც წესი,
აქციის მონაწილეები
დემონსტრაციის შესახებ
გადაწყვეტილებებს
სპონტანურად
იღებენ.დემონსტრანტების
მოთხოვნა უცვლელია, ეს არის
ხელახალი არჩევნების
ჩატარება და იმ პირების
უპირობოდ გათავისუფლება,
რომელიც დემონსტრაციაზე
დააკავეს და ამ დრომდე
პატიმრობაში რჩებიან, ან
მათი სასამართლო
პროცესები
მიმდინარეობს.ადგილზე არ
არის მობილიზებული არც
საპატრულო პოლიციისა და
არც სპეციალური
დანიშნულების რაზმი.