პროტესტის 22-ე დღე -
თბილისის ცენტრში აქცია ამ
წუთებშიც მიმდინარეობს.
რესპუბლიკის მოედნიდან
დაწყებული მსვლელობა,
რუსთაველის გამზირზე
შეკრებილ აქციის
მონაწილეებს შეუერთდა.
პროტესტი მშვიდობიან
ფორმატში
მიმდინარეობს.მოთხოვნები
უცვლელია: დაინიშნოს
ხელახალი არჩევნები და
გათავისუფლდნენ პროტესტის
დროს დაკავებული
მოქალაქეები. აქციის
მონაწილეები იმ პირების
დასჯასაც ითხოვენ, ვინც
მოქალაქეებზე და
ჟურნალისტებზე
იძალადეს.ამ დროისთვის
რუსთაველის გამზირზე
საავტომობილო მოძრაობა
შეზღუდულია.