პროპაგანდა არის საფრთხე, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს - ეკა სეფაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 64
პროპაგანდა არის საფრთხე, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს - ეკა სეფაშვილი
საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედმა დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო PACE-ს მორიგ სხდომაში. მან ავსტრიელი დეპუტატის სტეფან შენახის მიერ პროპაგანდის შესახებ შემუშავებულ რეზოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროპაგანდა საფრთხეს უქმნის საერთო ევროპულ ღირებულებებს.„მოხსენება ეხება ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას. სავსებით მართებულია, რომ მავნე პროპაგანდა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება განხილულია, როგორც საფრთხე, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს ღირებულებებს. მე ვეთანხმები რეზოლუციას და მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკანონო პროპაგანდის წინააღმდეგ და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ მავნე, თუმცა ლეგალური პროპაგანდის გავრცელებაზე“, - აღნიშნა სეფაშვილმა.მისი თქმით, მავნე პროპაგანდას შეუძლია და ექნება კიდეც ნეგატიური შედეგები საზოგადოებრივ წესრიგზე უსაფრთხოებაზე და ასევე შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური შედეგი სახელმწიფოთა ურთიერთობაზეც კი.„ზოგჯერ პროპაგანდა არ არის აშკარა და საზოგადოება ხშირად ვერც აცნობიერებს, რომ ადგილი აქვს პროპაგანდა, როცა ადგილი აქვს ინფორმაციის არასრულ მიწოდებას. რთულია ერთი შეხედვით განასხვაო დეზინფორმაცია. ყალბი ინფორმაცია ხშირად არის პროპაგანდის ნაწილი“, - დასძინა დეპუტატმა.როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი აღნიშნავს, მავნე პროპაგანდასთან ბრძოლა არ უნდა გახდეს ცენზურის საბაბი და რომ მავნე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები ისეთი უნდა იყოს, რომ დაიცვას გამოხატვის თავისუფლებას.„ამ თვალსაზრისით, რადგან ეს საკითხი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, საჭიროა შევიმუშაოთ საერთო მიდგომა, რათა გავუმკლავდეთ დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას იმგვარად, რომ არ დავაზიანოთ გამოხატვის თავისუფლება. ნება მომეცით მხარი დავუჭირო ამ რეზოლუციას. ეს რეზოლუცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია სიტყვის თავისუფლების დასაცავად და ასევე არასასურველ და მავნე პროპაგანდასთან საბრძოლველად“, - აღნიშნა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია