ჩვენთვის ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს ჩვენი
ქვეყნის დაკავშირებადობის
ფუნქციის განვითარებას,
სატრანზიტო პოტენციალის
განვითარებას, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ქუთაისის დავით
აღმაშენებლის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტის
ახალი ასაფრენ-დასაფრენი
ზოლის მშენებლობის
დაწყებასთან
დაკავშირებული კაფსულის
ჩაგდების ცერემონიაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.პრემიერის
თქმით, ამ კუთხით
აეროპორტების
განვითარებას ენიჭება
განსაკუთრებული
მნიშვნელობა.„ჩვენ
რამდენიმე დღის წინ
გვქონდა, ზოგადად, საუბარი
ქუთაისის აეროპორტთან და
ჩვენს გეგმებთან
დაკავშირებით და დღეს უკვე
გადავდივართ პრაქტიკულად
საქმეზე. დღეს ვიწყებთ
ქუთაისის დავით
აღმაშენებლის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტის
ახალი, 3.5 კმ-იანი
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის
და სააეროდრომო
ინფრასტრუქტურის
მშენებლობას. შესაბამისად,
ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი დღეს არა
მხოლოდ ქუთაისის
აეროპორტისთვის, არამედ ამ
რეგიონისთვის და მთლიანად
ჩვენი ქვეყნისთვის.ახალი
ზოლი უმაღლესი
საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად
აშენდება, აღჭურვილი
იქნება მაღალი სიზუსტის
თანამედროვე სანავიგაციო
შუქ-ტექნიკით და
ნებისმიერი ზომის
სამგზავრო და სატვირთო
საჰაერო ხომალდების
შეუზღუდავი მომსახურების
შესაძლებლობა
ექნება.პროექტში, რომელიც
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტის განვითარების
გენერალური გეგმის პირველ
ფაზას წარმოადგენს, 240
მილიონი ლარის ინვესტიცია
ჩაიდება. ეს აღემატება ამ
აეროპორტში აქამდე
განხორციელებული ყველა
ინვესტიციის ჯამს ერთად
აღებულს, ჯამურად აქამდე
200 მილიონის ინვესტიცია
იყო ჩადებული ამ
აეროპორტში და ახლა, მხოლოდ
ამ პროექტის ფარგლებში, 240
მილიონი ლარის ინვესტიცია
განხორციელდება.აეროპორტის
განვითარების შემდეგ
ეტაპზე, გაფართოვდება
სამგზავრო ტერმინალი;
შედეგად, მგზავრთნაკადი ამ
აეროპორტში 1.7 მილიონიდან 5
მილიონამდე გაიზრდება“, -
განაცხადა პრემიერმა.