ხოშტარია, კლდიაშვილი
თანამშრომლობენ რუსულ
მხარესთან, ბიზნესებთან და
ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი
ორმაგი სტანდარტი - ერთ
მხარეს გამოჰყავთ თავი
მთავარ ანტი რუსად, მეორე
მხარეს რომ ფულს შოულობ
რუსული მხარის ხარჯზე, -
განუცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ბახმაროში
ჟურნალისტებს, IDFI-ს
ხელმძღვანელის, გიორგი
კლდიაშვილის შესახებ
დასმული კითხვის
საპასუხოდ.მთავრობის
მეთაურის თქმით, ეს
ადამიანები 2022 წელს
ითხოვდნენ საქართველოს
მიერ რუსეთისთვის
სანქციების დაწესებას, რაც
გამოიწვევდა მინიმუმ 10%-იან
ეკონომიკურ ვარდნას.
პრემიერის განცხადებით,
მათ სურდათ, რომ
ჩამოქცეულიყო ქვეყნის
ეკონომიკა.„აქ მთავარი
საკითხი არის ორმაგი
სტანდარტი. გახსოვთ, რომ ეს
ადამიანები კოლექტიურად
ითხოვდნენ საქართველოს
მიერ რუსეთისთვის
სანქციების დაწესებას. მათ
უნდოდათ, რომ ჩამოქცეულიყო
ჩვენი ეკონომიკა. მინიმუმ
10%-იან ვარდნას გამოიწვევდა
2022 წელს ჩვენს მიერ
რუსეთისთვის სანქციების
დაწესება. ეს ადამიანები
ითხოვდნენ რუსეთისთვის
სანქციების დაწესებას,
თუმცა ამავდროულად, ისეთი
ადამიანები, როგორებიც
არიან ხოშტარია,
კლდიაშვილი, ჩვეულებრივად
თანამშრომლობენ რუსულ
მხარესთან, ბიზნესებთან და
ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი
ორმაგი სტანდარტი - ერთ
მხარეს გამოჰყავთ თავი
მთავარ ანტი რუსად, მეორე
მხარეს - ფულს შოულობენ
რუსეთის მოქალაქეების
ხარჯზე, ან ზოგადად, რუსული
მხარის ხარჯზე. ეს
ადასტურებს იმას, რომ
არაფერი ღირებულებები ამ
ადამიანებს არ აქვთ. ისინი
არიან უცხოელი აგენტები და
მოქმედებენ მხოლოდ და
მხოლოდ ანგარების მოტივით.
მათ შორის, ეს ეხება
საქართველოს
ხელისუფლებასთან
თანამშრომლობას. გრანტს,
დაფინანსებას იღებენ
საქართველოს
ხელისუფლებისგან, თან არ
უნდათ აღიარონ
საქართველოს ხელისუფლება.
ესეც ბუნებრივია, არის
ორმაგი სტანდარტი, რაც
აჩვენებს ამ ადამიანების,
უცხოელი აგენტების
სრულიად მძიმე სახეს“, -
განაცხადა პრემიერმა.