საოლქო საარჩევნო
კომისიებმა საუბნო
საარჩევნო კომისიების 24 110
ხელმძღვანელი პირი/წევრი
აირჩიეს. 298 ვაკანტურ
ადგილზე გამოცხადდა
ხელახალი
კონკურსი.არჩეული პირები
სრულად აკმაყოფილებენ
კანონმდებლობითა და
ადმინისტრაციული
სტანდარტებით
გათვალისწინებულ
მოთხოვნებს. კერძოდ, საუბნო
საარჩევნო კომისიებში
არჩეულ ყველა პირს აქვს
შესაბამისი სერტიფიკატი.
არჩეულ პირთა
უმრავლესობას აქვს
საარჩევნო მიმართულებით
მუშაობის გამოცდილება,
ასევე არის ცესკოს
საგანმანათლებლო
პროექტების მონაწილე.
აქედან, არჩეულ პირთა შორის
საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრის სტატუსით
მუშაობის გამოცდილება
აქვს და ბოლო 9 საერთო
არჩევნებზე ერთხელ მაინც
მონაწილეობა მიუღია 22 631
პირს, რაც საერთო
რაოდენობის 93.87%-ია.ამასთან,
საოლქო საარჩევნო
კომისიების მიერ არჩეული
საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრების დიდი
ნაწილი ცესკოს
საგანმანათლებლო
პროექტების მონაწილეა.
საუბნო საარჩევნო
კომისიის ახლად არჩეული
წევრებიდან 18 677 „საარჩევნო
ადმინისტრატორის
კურსების“ მონაწილეა, 1 976 -
,,საარჩევნო განვითარების
სკოლების“, ხოლო 538 -
„ახალგაზრდული ბანაკების“
კურსდამთავრებულია. ეს
გარემოება თავის მხრივ
მნიშვნელოვნად ამაღლებს
პროცესის პროფესიულ
სტანდარტს.ამავდროულად,
ზემოთ მოცემული
მონაცემები ადასტურებს,
რომ საუბნო საარჩევნო
კომისიების
დაკომპლექტების პროცესი
გამჭვირვალედ და
კონკურენტულ გარემოში
წარიმართა.აქვე
შეგახსენებთ, რომ საუბნო
საარჩევნო კომისიების
ხელმძღვანელი პირებისა და
წევრების შესარჩევ
კონკურსში მონაწილეობის
მსურველებს საშუალება
ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს
ჩათვლით განცხადებით
მიემართათ შესაბამისი
საოლქო საარჩევნო
კომისიისთვის, ან
საკონკურსო დოკუმენტაცია
წარედგინათ სპეციალური
ელექტრონული პლატფორმის
(Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.რაც
შეეხება განაცხადების
რაოდენობას, 3 051 საარჩევნო
უბნის 24 408 ვაკანტურ ადგილზე
შემოვიდა 24 314 საკონკურსო
განაცხადი, მათ შორის
ხელმძღვანელი პირის
ვაკანტურ ადგილზე 9 117
საკონკურსო განაცხადი,
ხოლო კომისიის წევრების
ვაკანტურ ადგილზე - 15 197.