ბულინგი, რაც ხორციელდება
ხელოვანი ხალხის მიმართ,
არის ლიბერალური ფაშიზმის
მორიგი გამოხატულება, -
განუცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
ჟურნალისტებს.მთავრობის
მეთაურის თქმით, დღეს არიან
ადამიანები, რომლებიც
მოქმედებენ ზუსტად იგივე
მეთოდებით, როგორც 1
საუკუნის წინ
მოქმედებდნენ ქართველი
ბოლშევიკები.„ეს არის
ლიბერალური ფაშიზმი, რაც
სამწუხარო მოვლენაა. ეს
არის გარედან
თავსმოხვეული მოვლენა და
ზუსტად ისევე მოგვახვიეს
თავს ეს უმძიმესი
იდეოლოგია, როგორც 100 წლის
წინ თავს მოგვახვიეს
ბოლშევიზმი. ბოლშევიზმი და
ლიბერალური ფაშიზმი არ
განსხვავდება დიდად
ერთმანეთისგან და დღეს
არიან ადამიანები,
რომლებიც მოქმედებენ
ზუსტად იგივე მეთოდებით,
როგორც საუკუნის წინ
მოქმედებდნენ ქართველი
ბოლშევიკები. თანამედროვე
ლიბერალურ ფაშისტებსა და 100
წლის წინ მოქმედ
ბოლშევიკებს შორის
არავითარი განსხვავება
სინამდვილეში არ არის“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.