ჩვენ ამ ქვეყანაში
დემოკრატიისთვის 2012 წლიდან
ვიბრძვით, - აგანაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ შვეიცარიულ
ყოველკვირეულ ჟურნალ Die
Weltwoche-თან ინტერვიუში.
პრემიერ-მინისტრთან
ინტერვიუ ჟურნალის
მთავარმა რედაქტორმა და
მფლობელმა როჯერ კოპელმა
ჩაწერა.მთავრობის
მეთაურმა აღნიშნა, რომ 2004
წლიდან 2012 წლამდე
საქართველოში დემოკრატია
არ არსებობდა, თუმცა ყოფილი
ხელისუფლება, სააკაშვილის
მთავრობა, დემოკრატიული
ხელისუფლების ერთ-ერთ
საუკეთესო ნიმუშად იყო
აღწერილი.„დემოკრატია
მუდმივად საფრთხის ქვეშაა
და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.
ჩვენ მუდმივად უნდა
ვიბრძოლოთ ამ ქვეყანაში
დემოკრატიის
შესანარჩუნებლად.2004 წლიდან
2012 წლამდე საქართველოში
დემოკრატია არ არსებობდა,
მაგრამ ყოფილი
ხელისუფლება, სააკაშვილის
მთავრობა, დემოკრატიული
ხელისუფლების ერთ-ერთ
საუკეთესო ნიმუშად იყო
აღწერილი.მე აღვნიშნე
ბევრი დანაშაული, რომელსაც
ისინი სჩადიოდნენ
ქართველი ხალხის
წინააღმდეგ, ამიტომ არ იყო
დემოკრატია.მაგრამ კვლავ,
საერთაშორისო მედია, ბევრი
საერთაშორისო პოლიტიკოსი
და ბიუროკრატი,
სააკაშვილის მთავრობას
აღწერს, როგორც
დემოკრატიული
განვითარების ერთ-ერთ
საუკეთესო მაგალითს.ჩვენ
ამ ქვეყანაში
დემოკრატიისთვის 2012 წლიდან
ვიბრძვით. მე ვისაუბრე
საზღვარგარეთიდან ხალხის
ნების საწინააღმდეგოდ
ხელისუფლების შეცვლის
მცდელობებზე.რა თქმა უნდა,
ეს ბრძოლა ნიშნავს, რომ
დემოკრატიას საფრთხე
ემუქრება. სახელმწიფო
სუვერენიტეტს მუდმივი
საფრთხე ემუქრება, მაგრამ
ჯერჯერობით, ჩვენ
წარმატებით ვიცავთ
დემოკრატიას
გამოწვევებისგან“, -
განაცხადა პრემიერმა.