ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის,
კეთილდღეობის, პროგრესისა
და მდგრადობის
უზრუნველყოფისთვის,
უკლებლივ ყველასთვის და ამ
პირობებში დიდად
სამწუხაროა უკრაინაში
მიმდინარე ომის მომსწრენი
რომ გავხდით, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გაეროს
უშიშროების საბჭოს
შეხვედრაზე სიტყვით
გამოსვლისას, რომლის
მთავარი თემაა - „ლიდერები
მშვიდობისთვის:
გაერთიანებულნი გაეროს
წესდებისადმი
პატივისცემით, უსაფრთხო
მომავლის
ძიებაში“.მთავრობის
მეთაურის თქმით,
საქართველოს მთავრობა,
ომის დაწყების დღიდან
უზრუნველყოფს მშვიდობიან
ჰუმანიტარულ დახმარებას,
როგორც ომში მყოფი ქვეყნის
შიგნით, ასევე მათთვის,
ვინც ამჟამად
საქართველოში
ცხოვრობს.„გვესმის, რა
გამოწვევების წინაშე
იმყოფება ამჟამად უკრაინა
და სოლიდარობას ვუცხადებთ
უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი
შევუწყვეთ, შევუერთდით,
მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ
რეზოლუციას, განცხადებას,
ერთობლივ კომუნიკეს და
სხვა ინიციატივებს
უკრაინის მხარდასაჭერად.
ასევე, საქართველოს
მთავრობა, ომის დაწყების
დღიდან უზრუნველყოფს
მშვიდობიან ჰუმანიტარულ
დახმარებას, როგორც ომში
მყოფი ქვეყნის შიგნით,
ასევე მათთვის, ვინც
ამჟამად საქართველოში
ცხოვრობს“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.