როგორც საერთაშორისო
თანამეგობრობის
პასუხისმგებლობიანი
წევრი, საქართველო
აქტიურად უწყობს ხელს
გლობალურ მშვიდობას, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გაეროს
უშიშროების საბჭოს
შეხვედრაზე სიტყვით
გამოსვლისას, რომლის
მთავარი თემაა - “ლიდერები
მშვიდობისთვის:
გაერთიანებულნი გაეროს
წესდებისადმი
პატივისცემით, უსაფრთხო
მომავლის
ძიებაში”.მთავრობის
მეთაურის თქმით,
საქართველო, მსოფლიოს
მასშტაბით, ერთ-ერთი
ყველაზე დიდი წვლილის
მქონე ქვეყნად იქცა ნატოს
მისიებში ერაყსა და
ავღანეთში.„მახარებს აქ,
თქვენთან ერთად ყოფნა და
მადლობას ვუხდი სლოვენიის
პრემიერ-მინისტრს ამ
ძალიან დროული დებატების
წამოწყებისთვის.1946 წლის
გაეროს პირველ სესიაზე
დამფუძნებლები მსოფლიოს
დაჰპირდნენ გაერთიანებას
გლობალური მშვიდობისა და
უსაფრთხოების
შესანარჩუნებლად. როგორც
საერთაშორისო
თანამეგობრობის
პასუხისმგებლობიანი
წევრი, საქართველო
აქტიურად უწყობს ხელს
გლობალურ მშვიდობას.
2-ათეულ წელზე მეტი ხნის
განმავლობაში, ჩვენ
მნიშვნელოვანი წვლილი
შევიტანეთ ნატოსა და
ევროკავშირის მისიებში,
მთელი მსოფლიოს მასშტაბით,
რითაც სულადობრივად,
ერთ-ერთ ყველაზე დიდი
წვლილის შემტან ქვეყნად
იქცა საქართველო ნატოს
მისიებში ერაყსა და
ავღანეთში. 32-მა მამაცმა
ქართველმა ჯარისკაცმა
გაიღო საბოლოო მსხვერპლი
ავღანეთში, ხოლო ასობით
სხვა დაშავდა
თავისუფლებისა და
საერთაშორისო მშვიდობის
უზრუნველყოფაში,“-
განაცხადა პრემიერმა.