საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სამთავრობო
პროგრამის შესრულების
შესახებ მოხსენებით
პარლამენტს 27 ივნისს
მიმართავს. დოკუმენტი
წერილობითი ფორმით დღეს
ბიუროს სხდომას
წარედგინა.ბიუროს
სხდომაზე ვიცე-სპიკერმა,
ნინო წილოსანმა განაცხადა,
რომ საკანონმდებლო ორგანო
პრემიერ-მინისტრს 27 ივნისს
მოუსმენს.რეგლამენტის
მიხედვით,
პრემიერ-მინისტრი
ვალდებულია, წელიწადში
ერთხელ, საგაზაფხულო
სესიის პლენარული
სხდომების ბოლო თვეში
პარლამენტს სამთავრობო
პროგრამის შესრულების
შესახებ მოხსენება
წარუდგინოს.ირაკლი
კობახიძემ პარლამენტს
გასულ წელს 28 ივნისს
მიმართა.