საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ევროპის
საწყლოსნო ფედერაციის
პრეზიდენტ ანტონიო და
სილვას შეხვდა.შეხვედრაზე
ცნობილი გახდა, რომ
საქართველო 2025 წელს
საწყლოსნო ფედერაციის
კონგრესს უმასპინძლებს,
რომელშიც მსოფლიოს 52
ქვეყნის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტები
და დელეგატები მიიღებენ
მონაწილეობას.ასევე,
განიხილეს 2028 წელს
საქართველოში წყალბურთის
ევროპის ჩემპიონატის
გამართვის
შესაძლებლობები.
მხარეებმა ამ
მიმართულებით
თანამშრომლობის მზადყოფნა
გამოთქვეს. ყურადღება
დაეთმო ჩემპიონატის
შესაბამისი
ინფრასტრუქტურის
განვითარების
აუცილებლობას. აღინიშნა,
რომ საქართველოს 2028
წლისთვის ექნება
თანამედროვე ტიპის
საწყლოსნო კომპლექსი,
რომელშიც შესაძლებელი
იქნება მსოფლიო და ევროპის
დონის შეჯიბრებების
ჩატარება, როგორც
წყალბურთში, ასევე
სხვადასხვა საწყლოსნო
მიმართულებით.ანტონიო და
სილვამ მთავრობის მეთაურს
შეხვედრისა და სპორტის ამ
სახეობის მხარდაჭერისთვის
მადლობა გადაუხადა.