თბილისში პოლიტიკური
შეფასებების თემაა
"ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს" ინიციატივა.
საზოგადოებრივი მოძრაობა
ხელისუფლებას მოუწოდებს, 4
ოქტომბრის
თვითმმართველობის
არჩევნების პარალელურად
პლებისციტი ჩაატაროს, რათა
გაირკვეს, რა არის ხალხის
დაკვეთა.საუბარია "ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს
კითხვაზე" - "ხართ თუ არა
მომხრე, ლგბტ პროპაგანდის
ხელშეწყობისა და ერთნაირ
სქესიანთა ქორწინების
დაკანონების სანაცვლოდ,
მოხდეს ქვეყნის
ევროკავშირში
გაწევრიანება."ოპოზიციის
ნაწილი ისევ ამბობს, რომ
კანონები ევროპულ
კავშირთან ფუნდამენტურ
აცდენაშია. მმართველ
გუნდში კიდევ ერთხელ
აცხადებენ, რომ ბრიუსელის
ეს პირობა გაუგებარია,
რადგან კანონების
გაუქმება უვიზო
მიმოსვლასთან კავშირში არ
არის.მოძრაობა "ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს"
ერთ-ერთი დამფუძნებელი,
გელა ნიკოლაიშვილი
აცხადებს, რომ პლებისციტი
საშუალებას იძლევა
მოსახლეობის უმრავლესობის
პოზიცია გაირკვეს
აღნიშნულ საკითხთან
დაკაშვირებით, რათა
სპეკულაციებს ბოლო
მოეღოს."ეს ორი კანონი,
ოჯახური ღირებულებების
ანუ ლგბტ პროპაგანდის
აკრძალვის და
გამჭვირვალობის კანონი,
გარკვეულ საჯილდაო ქვად
იქცა არა მხოლოდ
საქართველოს შიგნით,
არამედ საერთაშორისო
ასპარეზზეც და ჩვენ
გვეუბნებიან, მაგალითად:
ქართველი ოპოზიციონერები
აცხადებენ, რომ აი ეს
კანონები არ სჭირდება
საქართველოს მოსახლეობას,
რადგან ჩვენ ამან შეიძლება
ხელი შეგვიშალოს
ევროკავშირში
გაწევრიანებაში. უმრავლეს
ევროპის ქვეყნებში ეს
გაიტანეს, ყველაში არა და
სადაც ვერ გაიტანეს, იქ
ისევე იბრძვიან ამის
გატანისთვის, როგორც
საქართველოში. პლებისციტი
ეს არ არის რეფერენდუმის
დონის ინსტიტუტი. ეს არის
გამოკითხვა, მაგრამ ამ
გამოკითხვის შედეგებით
რასაც იტყვის საქართველოს
მოსახლეობა, ბუნებრივია ის
მხარე რომელიც
წარმოადგენს იმ პოზიციას,
რასაც საქართველოს
მოსახლეობა აფიქსირებს,
უკვე მყარად იქნება თავის
პოზიციაში და ვეღარ იტყვის
მეორე მხარე, რომ მე
წარმოვადგენ საქართველოს
პოზიციას", - განაცხადა გელა
ნიკოლაიშვილმა.