პრეზიდენტობის კანდიდატი
გარანტირებულად იქნება
ადამიანი, რომელზეც ყველა
იქნება დარწმუნებული, რომ
ის მხოლოდ საკუთარ
სამშობლოს ემსახურება, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა
მამუკა
მდინარაძემ.„[სალომე
ზურაბიშვილი] უცხოეთში
უნებართვო ვიზიტებს
ახორციელებდა,
საქართველოს პარლამენტმა
გადაიხია თავზე
კონსტიტუციაო. რაღაზე
ველაპარაკოთ?! [პრეზიდენტი]
მინიმუმ ასეთი არ უნდა
იყოს. პრეზიდენტობის
კანდიდატი გარანტირებულად
იქნება ადამიანი, რომელზეც
ყველა იქნება
დარწმუნებული, რომ ის
მხოლოდ საკუთარ სამშობლოს
ემსახურება. დანარჩენი -
ადამიანური თვისებები,
კომპეტენცია და ბევრი
სხვაა, მაგრამ მთავარია,
იყოს ქართველი და ეს არ
არის მხოლოდ გენეტიკურ
ნაწილზე საუბარი. ქართველი
უნდა იყოს და
ემსახურებოდეს
საქართველოს“, - აღნიშნა
მდინარაძემ.ამერიკული
მოდელით პრეზიდენტის
არჩევნები 14 დეკემბერს
ჩატარდება, ინაუგურაცია კი
- 29 დეკემბერს.