საქართველო შესანიშნავ
საქმეს აკეთებს.
ამჟამინდელი მთავრობა,
გეოპოლიტიკის,
პრაგმატიზმისა და
ეროვნული უსაფრთხოების
ინტერესების დაცვის
თვალსაზრისით, როგორც
პატარა სახელმწიფო, როგორც
მთავრობა, რომელიც მართავს
პატარა სახელმწიფოს,
შესანიშნავ საქმეს
აკეთებს არსებული
რეალობის
გათვალისწინებით, - ამის
შესახებ საერთაშორისო
ურთიერთობების
ანალიტიკოსმა, ლაშა
კასრაძემ, განაცხადა.მისი
განცხადებით, არ არსებობს
ეჭვის საფუძველი, რომ
საქართველოს მთავრობა
უგუნურად მოქმედებას, რაც
წინა მთავრობისგან
ფუნდამენტურად
განასხვავებს.კასრაძის
შეფასებით, წინა მთავრობის
უგუნურმა ქმედებამ 2008 წლის
ომამდე და ქართული
სახელმწიფოებრიობის
თითქმის დასასრულამდე
მიგვიყვანა„დარწმუნებული
ვარ, არც ერთი ჩვენგანი არ
ცდილობს გააზვიადოს ის, რაც
ხდება. ეს საკითხები
იმდენად პოლიტიზებულია
დღესდღეობით, რომ ფრთხილად
უნდა ვიყოთ, სულ მცირე, მისი
ანალიზის ან გარკვეული
პოზიციების ციტირების
თვალსაზრისით. ამიტომ,
ვცდილობ, მკაცრად
აკადემიური
პერსპექტივიდან მივყვე
ანალიზს და უბრალოდ, არ
არსებობს საფუძველი
ვიეჭვოთ, რომ ეს მთავრობა
ზედმეტ მოქმედებას
ცდილობს, ან თუ გნებავთ,
უგუნურად მოქმედებს, რაც
ფუნდამენტური გადახვევაა
წინა მთავრობისგან,
რომელმაც 2008 წლის ომამდე და
ქართული
სახელმწიფოებრიობის
თითქმის დასასრულამდე
მიგვიყვანა. ამას მუდმივად
ვამბობ და გავაგრძელებ
იმის თქმას, რომ
საქართველო, როგორც
სახელმწიფო, ძალიან ახლოს
იყო მის დასასრულთან 2008
წლის აგვისტოში, როდესაც
რუსეთი შეიჭრა იქ“, -
განაცხადა ლაშა კასრაძემ.