საქართველოს პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილმა
დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებთან
საგანგებო შეხვედრა
ჩანიშნა. ამის შესახებ
ინფორმაციას პრეზიდენტის
პრესსამსახური
ავრცელებს. მათივე ცნობით,
შეხვედრა ორბელიანების
სასახლეში
გაიმართება. ცნობისთვის,
მანამდე საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ „ქართული
ოცნების“ სახელით,
ევროკავშირს განცხადებით
მიმართა. მმართველი
პარტიის გადაწყვეტილებით,
2028 წლის ბოლომდე,
ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი დღის წესრიგში არ
დადგება.