პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან

News.ge 4 თვის წინ 115
პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან

პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ცნობილია, რომ პრეზიდენტის შვილმა, ქეთევან გორჯისტანმა საკონსულო აღრიცხვა 23 ივლისს გაიარა და საკონსულოდ შესაბამისი დასტური მიიღო, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და სიაში არაა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში არიან პრეზიდენტის ძმისშვილებიც.
“ყველანაირი შეზღუდვები იქნება გამოყენებული. ვიცით, მაგალითად რომ რეგისტრაციისკენ არავინ მოგიწოდებთ და არავინ დაგეხმარებათ, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა. მეორე შეზღუდვა ის არის, რომ ბევრი თქვენგანი იძულებული იქნება, რომ გადაადგილდეს, რადგან ძალიან ცოტა საარჩევნო უბანია. მ გახსნა უბნები იაპონიაში, სადაც 3-4 ქართველი ცხოვრობს, მაგრამ უარი თქვა გაეხსნა ევროპაში”, – თქვა პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია