საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიასა
და ქართველ ერს ვულოცავ
ავტოკეფალიის აღდგენის
დღეს!, - წერს საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ
ყაველაშვილი სოციალურ
ქსელში.„1917 წლის 25 მარტს,
ქართული სამღვდელოების
საგანგებო კრებაზე
მიღებული
გადაწყვეტილებით,
საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის
ავტოკეფალია აღდგა — ეს
გახლდათ ეროვნული
თვითმყოფადობისა და
ქართული სახელმწიფოს
სუვერენიტეტის
შენარჩუნებისთვის ბრძოლის
უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
ისტორიული სამართლიანობის
აღსადგენად მაშინ ჩვენი
ქვეყნის საუკეთესო
მამულიშვილები – როგორც
საერო, ისე სასულიერო
პირები იბრძოდნენ, რითაც
განამტკიცეს ჩვენი
სახელმწიფოებრიობა. თუმცა,
მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის
დასაწყისი იყო - მსოფლიო
საპატრიარქოს მიერ
საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის ოფიციალური
აღიარება 1990 წელს, მისი
უწმინდესობისა და
უნეტარესის,
კათოლიკოს-პატრიარქ ილია
II-ის უდიდესი ძალისხმევითა
და ავტორიტეტით მოხერხდა,
რისთვისაც გულითად
მადლობას ვუხდი მას.დღესაც,
ეკლესია ჩვენი
საზოგადოებრივი ცხოვრების
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
საყრდენს, სულიერი
სიმტკიცისა და ეროვნული
ერთობის საფუძველს
წარმოადგენს.კიდევ ერთხელ
გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს.
გისურვებთ მშვიდობასა და
სულიერ სიმტკიცეს.ღმერთმა
დალოცოს ჩვენი ეკლესია და
სამშობლო!“, - წერს
ყაველაშვილი.