პრეზიდენტ სააკაშვილს ძალის არგამოყენების ვალდებულება უკვე აღებული აქვს ჯერ კიდევ 2011 წელს - თინა ბოკუჩავა

Primetime.ge 2 თვის წინ 79
პრეზიდენტ სააკაშვილს ძალის არგამოყენების ვალდებულება უკვე აღებული აქვს ჯერ კიდევ 2011 წელს - თინა ბოკუჩავა
პრეზიდენტ სააკაშვილს ძალის არგამოყენების ვალდებულება უკვე აღებული აქვს ჯერ კიდევ 2011 წელს, მოლაპარაკების მთავარი ამოცანა იყო, ძალის არგამოყენების ვალდებულება აეღო რუსულ მხარეს, ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარება კი არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აპირებს საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას.„პრეზიდენტ სააკაშვილს ძალის არგამოყენების ვალდებულება უკვე აღებული აქვს ჯერ კიდევ 2011 წელს და, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პრეზიდენტის გაკეთებული ამგვარი განცხადება არის შემბოჭველი საერთაშორისო სამართალში. ამგვარი განაცხადი უკვე არსებობს საქართველოს მხრიდან. მოლაპარაკების მთავარი ამოცანა იყო, ძალის არგამოყენების ვალდებულება აეღო რუსულ მხარეს და ზოგადად, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში არსებობს ორი მხარე: საქართველო და რუსეთი.ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარება არის სწორედ ის, რასაც რუსეთი ცდილობს მთელი ამ წლების განმავლობაში და ახლა გამოდის, რომ თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რასაც კრემლი წლების მანძილზე ითხოვდა: ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა და საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებაზე ხელის მოწერა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავტეხოთ განგაში და მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების ალარმიზაცია იმისთვის, რომ ეს ღალატი არ დავუშვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არტის ის, რასაც რუსეთი ცდილობს მრავალი წელია და რომელსაც ახლა თავად ივანიშვილი და მისი მოღალატეობრივი ხელისუფლება ასრულებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია