ღვინის ეროვნული
სააგენტოს მხარდაჭერით და
სააგენტოს კონტრაქტორი
მარკეტინგული კომპანიის Peope
PR ორგანიზებით, პოლონეთის
სომელიეთა ასოციაციის
გენერალური ასამბლეის
ფარგლებში, ქართული ღვინო
საფერავის
დეგუსტაცია-სემინარი
SaperaviExperience: Secrets of Georgia’s Red Treasure
გაიმართა.100-ზე მეტი
ადგილობრივი სომელიე
დაესწრო პოლონეთის დაბა
პშჭევში (Pszczew) გამართულ
ღონისძიებას, რომელსაც
სააგენტოს კონტრაქტორი
კომპანიის „ო-ლილე“
ხელმძღვანელი ქეთევან
ფრანგულაიშვილი
უძღვებოდა.მონაწილეები
ქართული ღვინის კულტურას,
ისტორიას, ტრადიციებს და
თანამედროვე ინდუსტრიას
გაეცნენ.ქართული ღვინის
პოპულარიზაციისა და
საექსპორტო ბაზრების
დივერსიფიკაციის მიზნით,
პოლონეთში, ქართული ღვინის
ერთ-ერთ სტრატეგიულ
ბაზარზე, ღვინის ეროვნული
სააგენტოს ფინანსური და
ორგანიზაციული
მხარდაჭერით, წლის
განმავლობაში, სხვადასხვა
მარკეტინგული ღონისძიება
იმართება.აღსანიშნავია,
რომ მიმდინარე წლის
იანვარ-სექტემბერში
საქართველოდან პოლონეთში
ექსპორტირებულია 4,5
მილიონი ლიტრი ღვინო, რაც
12%-ით აღემატება გასული წლის
ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელს.ინფორმაციას
ღვინის ეროვნული
სააგენტოს პრესსამსახური
ავრცელებს