პოლიციელებს უწევთ უმძიმესი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა, მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს, რაც სამარცხვინოა, ესეც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 კვირის წინ 25
პოლიციელებს უწევთ უმძიმესი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა, მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს, რაც სამარცხვინოა, ესეც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა - ირაკლი კობახიძე
ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის, მათი შეურაცხყოფის დაგმობა მნიშვნელოვანია.„მინდა, შეგახსენოთ, ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ ეს გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. 10-ზე მეტ პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ეს არის მარტო ისეთი შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანების ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ. პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი მედიასაშუალებები მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს და ა.შ., რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია