ფრიდრიხ მერცი 15 აგვისტოს
ტრამპისა და პუტინის
შეხვედრაში ზელენსკის
მონაწილეობას აუცილებლად
მიიჩნევს. გერმანიის
კანცლერი აცხადებს, რომ
დაუშვებელია, შეერთებულმა
შტატებმა და რუსეთმა
ტერიტორიული საკითხები
უკრაინისა და ევროპელების
გარეშე განიხილონ და ამ
საკითხზე ტელეფონით
ამერიკის პრეზიდენტ
დონალდ ტრამპსაც
ესაუბრა.„ჩვენ ვერ
შევეგუებით იმას, რომ
ტერიტორიული საკითხები
რუსეთსა და ამერიკას შორის,
ევროპელებისა და
უკრაინელების
მონაწილეობის გარეშე
გადაწყდება. ევროპულ
დონეზე აშშ-ის
მთავრობასთან ამ
შეხვედრისთვის
ინტენსიურად ვემზადებით
და იმედი გვაქვს და
ვვარაუდობთ, რომ უკრაინის
მთავრობა და პრეზიდენტი
ზელენსკი ამ შეხვედრაში
ჩართულები იქნებიან“, -
განაცხადა მერცმა.დონალდ
ტრამპი და ვლადიმერ პუტინი
ერთმანეთს 15 აგვისტოს,
ალასკაზე შეხვდებიან.