"პროტესტი უნდა დარჩეს
სპონტანური, თავისუფალი და
თვითორგანიზებული" - ასეთია
საქართველოს პრეზიდენტის
მოწოდება. სალომე
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ
მიმდინარე საპროტესტო
აქციებს პოლიტიკური
პარტიების ჩარევა არ
სჭირდება.მისივე
განცხადებით, პირველი
ქმედება უნდა გახდეს
საკონსტიტუციო
სასამართლოზე
ზეწოლა."პირველი ეტაპი და
პირველი ქმედება, რაც უნდა
დაიწყოს და რაც დაიწყება
უკვე ამ საღამოსვე ბათუმში,
არის ზეწოლა
საკონსტიტუციო
სასამართლოზე, რადგან
საკონსტიტუციო
სასამართლოს და მის
მოსამართლეებს ხელთ აქვთ
უზარმაზარი საშუალება,
ქვეყნისა და ადამიანის
ისტორიაში უნიკალური
[შესაძლებლობა],
გადაწყვიტონ ეს ძალიან
ღრმა კრიზისი ქვეყნის,
რომელიც არ ვიცით როგორ და
სად შეიძლება
წავიდეს.გადაწყვიტონ ეს
კრიზისი და გადაწყვიტონ
პოლიტიკურ და
კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
ამის მაგივრად,
საკონსტიტუციო არათუ
არაფერს აკეთებს, ჯერ არც
ნიშნავს სხდომას. მთელი
ძალისხმევა უნდა იყოს
მიმართული იმისკენ, რომ
დაინიშნოს სხდომა და
საკონსტიტუციო
სასამართლომ განიხილოს
სარჩელი, რომელიც
შეტანილია.ითქვა დღეს, რომ
ყველამ და, პირველ რიგში,
პოლიტიკურმა პარტიებმა და
არასამთავრობოებმა,
რომლებიც იყვნენ ჩართულნი
ამ პროცესში, ერთად უნდა
შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა
იყოს პირობები ახალი
არჩევნების იმისთვის, რომ
ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე
მდგომარეობაში, არ მივცეთ
იმავე ბერკეტები
გაყალბებისა. არჩევნების
დაცვის ეს გეგმა
წარმოვადგინოთ თუნდაც
მაშინ, როცა ჩამოვა
ტექნიკური მისია," -
აცხადებს პრეზიდენტი.