პირველი აკრძალვა, რომელიც ახალი სეზონის დაწყების წინ ლუის ენრიკემ “პსჟ-ში” დააწესა!

Pnews 6 საათი წინ 5
პირველი აკრძალვა, რომელიც ახალი სეზონის დაწყების წინ ლუის ენრიკემ “პსჟ-ში” დააწესა!

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აუკრძალა პარიზულ კლუბს 27-28 წლისა და უფრო ზემოთ ასაკის ფეხბურთელების შეძენა.

„ის საუკეთესო მწვრთნელია ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების მხრივ. მას უყვარს ახალგაზრდობა. მაგალითად, ჩვენთან შეუძლებელია 27 ან 28 წლის ფეხბურთელის შეძენა, აკრძალულია, მას ეს კატეგორიულად არ სურს. მას მოსწონს 21-22 წლის ფეხბურთელები.

შეამჩნიეთ, როგორ ფეხბურთელები შევიძინეთ ბოლო დროს? ყველაზე უფროსი 23 ან 24 წლის იყო. ლუის ენრიკე აფასებს საბრძოლო სულს, მას მოსწონს მოთამაშეები, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან მოედანზე, ბევრს დარბიან, მუშაობენ გუნდზე.

როგორ ვმუშაობთ ჩვენ? ლუის კამპუშმა უნდა წარუდგინოს ფეხბურთელი მწვრთნელს, რომელმაც უნდა შეისწავლოს როგორ თამაშობს, უნდა გაიგოს მისი ღირებულებები, სხვა ასპექტები. უნდა იყოს სრული თანხმობა – თანხმობა ყველას შორის, თუმცა თითოეულს საკუთარი როლი აქვს. რაც შეეხება სკაუტინგს – ეს ლუის ენრიკემ უნდა მოიწონოს ფეხბურთელი. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოთამაშე ჯდება მის პროექტში. შემდეგ ჩვენ, ხელმძღვანელობა ვიწონებთ მის არჩევანს“, – განაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ.

წყარო: 1tv.ge

The post პირველი აკრძალვა, რომელიც ახალი სეზონის დაწყების წინ ლუის ენრიკემ “პსჟ-ში” დააწესა! appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია