პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა - ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე, რა მოეწონება და რა არა - კახა კალაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 71
პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა - ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე, რა მოეწონება და რა არა - კახა კალაძე
ევროკავშირის ელჩის განწყობებზე და რა არ მოსწონს და რა მოსწონს მაგაზე, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა მაგით არ უნდა იაროს, რა მოეწონება ევროკავშირის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს, წარმოუდგენელია ხომ? - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროკავშირის ელჩის მიერ მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების უარყოფითად შეფასებას.ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამის გამო, ქვეყანა ევროკავშირის ელჩის განწყობების მიხედვით ვერ იმოქმედებს.მისივე განცხადებით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რაც შეეხება ბანერებს, მათში ასახულია სამწუხარო რეალობა, რომლის გამეორების სურვილი საქართველოში აქვთ.„ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც თქვენ ამბობთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის მოსახლეობას. მოსაწონი აქ [ ბანერებში] არაფერია, უბრალოდ საუბარია რეალობაზე - იმ სამწუხარო რეალობაზე, რომლის სურვილი აქვთ, რომ ანალოგიური მოხდეს ჩვენს სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში. ამის ინტერესი აქვთ და ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ამ უბედურებაში, ამ კატასტროფაში შესვლა. ამას მოაქვს დანგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, სოფლების, ქალაქების განადგურება, ინფრასტრუქტურის მოსპობა, მშვიდობიანი ხალხის, გმირი ჯარისკაცების განადგურება. ხომ ვიცით, რომ ომი არის უბედურების მომტანი? არ გვინდა ეს ყველაფერი. მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროპული მომავალი, ევროკავშირი გვინდა - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ დაგვაჩოქოს, დაგვამონოს, თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე: რა მოეწონება, რა არ მოეწონება - არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია