“პირადად ჩემთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კვარა იყო, რადგან…” – რა თქვა ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ქართველი ვარსკვლავის შესახებ ?

Pnews 4 საათი წინ 1
“პირადად ჩემთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კვარა იყო, რადგან…” – რა თქვა ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ქართველი ვარსკვლავის შესახებ ?

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი „კვარა“ უნდა გამხდარიყო.

„პირადად ჩემთვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან არასდროს მინახავს, ამდენი ერბინოს. ამასთან, პარი სენ-ჟერმენის ნახევარდაცვის დომინაციაც ვიხილე.” – ამბობს კაპელო.

შეგახსენებთ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვიტინია დაასახელეს.

The post “პირადად ჩემთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კვარა იყო, რადგან…” – რა თქვა ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ ქართველი ვარსკვლავის შესახებ ? appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია