საბურთალოს რაიონის
გამგეობამ პეკინის
გამზირზე, N33, N35, N37 და N39
კორპუსების მიმდებარედ
რეკრეაციული სივრცის
მოწყობა დაასრულა, – ამის
შესახებ თბილისის მერმა
კახა კალაძემ
მუნიციპალიტეტის
მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე
განაცხადა.მისივე თქმით,
პროექტის ჯამური
ღირებულება 1 500 000
ლარია.„პროექტის
ფარგლებში 5 000 კვ. მ ფართობზე
დამონტაჟდა შესაბამისი
საპარკო ინფრასტრუქტურა.
მოეწყო სატრენაჟორო და
საბავშვო-გასართობი
ზონები, განათებისა და
სარწყავი სისტემები.
ტერიტორია გამწვანდა და
დაირგო ხე-მცენარეები.
ვაგრძელებთ არსებული
სივრცეების ათვისებას –
პარკების, სკვერების
მოწყობას“, – განაცხადა
კახა კალაძემ.