"ევრობარომეტრის"
საზოგადოებრივი აზრის
ახალი კვლევა და გაწყობები
საქართველოში -
სოციოლოგიური
გამოკითხვით,
საქართველოში
ევროკავშირისადმი ნდობა
წლიურად 17%-ით შემცირდა. 9%-ით
არის შემცირებული და 60%-ს
შეადგენს იმ მოქალაქეების
რაოდენობაც, ვინც ფიქრობს,
რომ საქართველოს
ევროკავშირში
გაწევრიანება კარგია.
ამავე კვლევით, 51% ეროვნული
მთავრობის ნდობისკენ
იხრება, 44 კი
უნდობლობისკენ.შედეგებს
თბილისში აფასებენ -
ოპოზიციაში ამბობენ, რომ
ამაზე პასუხისმგებლობა
"ქართულ ოცნებასთან" ერთად
ოპოზიციას აკისრია."ამაზე
პასუხისმგებლობა, "ქართულ
ოცნებასთან" ერთად, აქვს
ოპოზიციასაც, იმ
პოლიტიკური ველის ნაწილს,
რომელიც ყველაფერს
ბოიკოტს უცხადებს და
აფიქსირებს საკუთარ
პოზიციას მხოლოდ საკუთარ
ველზე, სადაც არ სჭირდება
ქართველ ხალხს ამ
ფასეულობების და
ღირებულებების შესახებ
ბევრი საუბარი და უარს
ამბობს იბრძოლოს და
საკუთარი პოზიციები
დააფიქსიროს "ქართული
ოცნების" ველზე. როცა
ბოიკოტირებას უცხადებს
მაგალითად საპარლამენტო
კომისიას, აქაც სწორედ ამ
პასუხისმგებლობის
გარკვეული ნაწილია მათზე“,
- აცხადებს პარტიის
"გახარია საქართველოსთვის"
პოლიტიკური საბჭოს წევრი
ბექა ლილუაშვილი.