„პარტია თუ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ან რევოლუცია უნდა გააკეთოს ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 10
„პარტია თუ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ან რევოლუცია უნდა გააკეთოს ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი
7 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, სადაც არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე განსხვავებული პოზიციებია.პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ვიდრე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი არ გადაწყდება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს."ჩვენ ყველანი ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს. მათ აქვთ კონკრეტული სამართლიანი მოთხოვნა - ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ ეს ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, რაც ეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ვიდრე ის საკითხები არ გადაწყდება, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანად არსებობს, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში შესვლას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იქნება არა ჩვენი საზოგადოების ნების შესრულება, არამედ კიდევ ერთხელ თავის მოტყუება," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს პარტია "გირჩი". "გირჩის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ თუკი დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, კარგი იქნება, თუკი არ მიიღებს, კიდევ უფრო უკეთესი."პარტია თუ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ან რევოლუცია უნდა გააკეთოს ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. ამიტომ, ვინაიდან რევოლუციას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ და არც პოლიტიკიდან წასვლას, ბუნებრივია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. მეორე საკითხია, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, რა გარემო იქნება, სხვა პარტიები რას იზამენ. ზოგადად, მათი არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა, არის ქართული ოცნების მთავარი დასაყრდენი ჩვენ ქვეყანაში. მიიღებენ მონაწილეობას, მშვენიერია, არ მიიღებენ და კიდევ უკეთესი. თუ მაგალითად, "ლელო" არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ან არც "ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ უფრო მეტი ხმა გვექნება და მეტი მხარდამჭერი," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია