დღეს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის მორიგი სხდომა
გაიმართება. განსახილველი
საკითხებია: შპს „ჟინერის“
ქონებრივი უფლებების
დარღვევის საქმე; შალვა
ოგბაიძისა და მისი ოჯახის
წევრების დევნისა და
რეპრესიების საქმე;
საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის არჩევნებში
მონაწილე
კანდიდატებისადმი
არაადამიანური მოპყრობის
(ზეწოლა, გატაცება)
საქმე.სხდომაზე
მიწვეულები არიან -
თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა
ოგბაიძე, გიორგი ნემსაძე და
მამუკა კვარაცხელია.