პარლამენტში დღეს
„ქართული ოცნების"
ინიციატივით შექმნილი
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი" დროებითი
საგამოძიებო კომისიის
რიგით მეორე სხდომა
გაიმართება. კომისიის
წევრები რამდენიმე პირს
მოუსმენენ. როგორც
ცნობილია, საგამოძიებო
კომისია, იუსტიციის
სამინისტროს
წარმომადგენელს 2003-2012
წლების განმავლობაში
მომხდარ კანონდარღვევებზე
წარმოებული საერთაშორისო
დავებისა და საერთაშორისო
სამართლებრივი
ურთიერთობების შესახებ
მოუსმენს. ასევე, სხდომაზე
მიწვეულია ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
წარმომადგენელი, რომელსაც
2003-2012 წლებში გამართული
საპარლამენტო,
საპრეზიდენტო და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნების შესახებ
ისაუბრებს.გარდა ამისა,
დაგეგმილია გენერალური
პროკურატურის
წარმომადგენლის მოსმენა
2003-2012 წლებში
მართლმსაჯულების
სისტემაში დაშვებული
ხარვეზების თაობაზე
ნაწარმოები სისხლის
სამართლის საქმეების
შესახებ. აგრეთვე,
დაგეგმილია, შინაგან
საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლის მოსმენაც,
რომელიც 2003-2012 წლების
პერიოდში მომხდარ
კანონდარღვევებთან
დაკავშირებით
ისაუბრებს.მმართველი
გუნდის განმარტებით,
აღნიშნული არა
ნაციონალური მოძრაობის
მიმართ ანგარიშსწორება,
არამედ საჭიროებაა,
რომელმაც ქვეყანას
მშვიდობა უნდა
შეუნარჩუნოს და ნათელი
მოფინოს სისხლიან 9 წლიან
მმართველობას.
შეგახსენებთ, საგამოძიებო
კომისიაში რვა წევრია და
ისინი ექვსი თვე თეა
წულუკიანის
ხელმძღვანელობით
იმუშავებენ, რათა
სამართლებრივი
რეაგირებისთვის
პროკურატურას შესაბამისი
დასკვნით მიმართონ.