საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხაზინადარი, ნატა დარჩიაშვილი ოთარ ზურაბიშვილის მიერ ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ასოციაციის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 2 საათი წინ 1
საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხაზინადარი, ნატა დარჩიაშვილი ოთარ ზურაბიშვილის მიერ ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ასოციაციის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხაზინადარი ნატა დარჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ასოციაციის თავმჯდომარის ოთარ ზურაბიშვილის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შედეგად ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ასოციაციის ფუნქციონირების შეჩერებაზე.ასოციაციის ხაზინადარი აღნიშნავს, რომ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომო არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი მიზანი ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაა, რაც ერთ წელზე მეტია იგნორირებულია ოთარ ზურაბიშვილის მხრიდან.„ჩვენ ყველა ერთსულოვნად ვთანხმდებით ერთ ფუნდამენტურ საკითხზე: საქართველოს აღარასდროს იქნება კოლონია არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე ძალის. ჩვენი ღრმად ევროპელი ქართველი ხალხი ერთგულია თავისი ტრადიციების, ქრისტიანული რწმენისა და ადამიანური ღირებულებების.სამწუხაროა, რომ ასოციაციის თავმჯდომარემ, ოთარ ზურაბიშვილმა საორგანიზაციო კომიტეტთან კონსულტაციისა და ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.დაუშვებელია, რომ ბატონი ოთარ ზურაბიშვილი თავს უფლებას აძლევს მოახდინოს კომიტეტის წევრების მარგინალიზება მათი დადანაშაულება, ან დაიგნორება.მინდა მტკიცედ განვაცხადო, რომ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომო არც პოლიტიკური ინსტრუმენტია და არც ვინმეს საკუთრება. თუ ოთარს სურს პოლიტიკური ერთეულის დაარსება, მას ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია. თუმცა ქართველთა ისტორიული სათვისტომო ერთგული უნდა დარჩეს თავისი კულტურული და საზოგადოებრივი მოწოდებების“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია