დღეს პარლამენტში ბიუროს
სხდომა გაიმართება.
განხილვის მთავარი თემა
მთავრობის მიერ
წარდგენილი 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
პირველადი ვერსია
იქნება.დოკუმენტის
მიხედვით, 2025 წლის ნაერთი
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი
ჯამურად 31,2 მილიარდ ლარს
შეადგენს, რომლის
ფარგლებშიც სრულად
ფინანსდება სახელმწიფოს
მიერ აღებული
ვალდებულებები.როგორც
ცნობილია ეკონომიკურმა
ზრდამ სახელმწიფოს
საშუალება მისცა 2025 წლის
ბიუჯეტში პოზიტიური
ნაბიჯები გადაედგა როგორც
სოციალური, განათლების,
თავდაცვისა და
უსაფრთხოების
მიმართულებებით, ასევე
ინფრასტრუქტურული
პროექტების დაფინანსების
მხრივაც.