ქვეყნის მთავარი
ფინანსური დოკუმენტის
განხილვა პარლამენტში
გრძელდება. ბიუჯეტის
პროექტის პირველად
ვარიანტთან შედარებით,
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილი გაზრდილია მილიარდ
200 მილიონი ლარით და
გაზრდილი დაფინანსების
ფარგლებში აისახა იმ
მიმართულებების
დამატებითი დაფინანსება,
რაც გაწერილია სამთავრობო
პროგრამაში "მხოლოდ
მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით
ევროპისკენ".ნაერთი
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2
მილიარდ 400 მილიონი ლარით
იზრდება და ჯამურად 32
მილიარდ 400 მილიონ ლარს
შეადგენს.გათვალისწინებულია
პენსიის და საჯარო
სექტორში დასაქმებულთა
ხელფასების გაზრდა.
მომავალი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ
კანონპროექტს
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა მხარი გუშინ
დაუჭირა.