არჩილ გორდულაძე: სამწუხაროა, თუ ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას აღარ განიხილავენ, რადგან ის იქნებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ყველაზე კარგი სახე

Primetime.ge 1 საათი წინ 1
არჩილ გორდულაძე: სამწუხაროა, თუ ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას აღარ განიხილავენ, რადგან ის იქნებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ყველაზე კარგი სახე
რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ვისზე ჩამოყალიბდებიან ლელოელი და გახარიელი „ნაცები“, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი შანსები ნულის ტოლია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.„ისე კი, ძალიან სამწუხაროა, თუ ბატონი ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას აღარ განიხილავენ, რადგან ის იქნებოდა ყველაზე კარგი სახე რეალურად კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“, ადამიანის, რომელიც თავის სიტყვაზე პასუხს არ აგებს, შეუძლია, დღეს ერთი ილაპარაკოს, მეორე დღეს მეორე. საერთოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ჯერ მიშა სააკაშვილს აგინებდა, ხოლო შემდეგ მისი ქებით იყო დაკავებული სულ რამდენიმე დღის წინ. შესაბამისად, ყველაზე კარგი ვარიანტი აგენტურის პარტიებისა იქნებოდა ალეკო ელისაშვილი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი ფორმულა ღალატისა, უტიფრობისა და ყვრლანაირი სულმდაბლობისა“, – განაცხადა გორდულაძემ.ამასთან, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ამბიციური ამოცანა, რომ მეტი მშვიდობით, მეტი კეთილდღეობით და მეტი წინსვლით იზრუნოს ქვეყნის მომავალზე.„თითოეულ ადამიანამდე უნდა იყოს მისული ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარე „ქართული ოცნების“ დამსახურებით და ქართველი ხალხის გვერდით დგომით ჩვენს ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია