პარლამენტში დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომა მიმდინარეობს. 2003-12
წლებში კანონდარღვევებზე
წარმოებული საერთაშორისო
დავებისა და საერთაშორისო
სამართლებრივი
ურთიერთობების შესახებ
დეპუტატების კითხვებს
იუსტიციის სამინისტრო
პასუხობს.ასევე, სხდომაზე
მიწვეულია ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
წარმომადგენელი, რომელიც
2003-2012 წლებში გამართული
საპარლამენტო,
საპრეზიდენტო და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნების შესახებ
ისაუბრებს.გარდა ამისა,
დაგეგმილია გენერალური
პროკურატურის
წარმომადგენლის მოსმენა
2003-2012 წლებში
მართლმსაჯულების
სისტემაში დაშვებული
ხარვეზების თაობაზე
ნაწარმოები სისხლის
სამართლის საქმეების
შესახებ. აგრეთვე,
დაგეგმილია, შინაგან
საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლის მოსმენაც,
რომელიც 2003-2012 წლების
პერიოდში მომხდარ
კანონდარღვევებთან
დაკავშირებით
ისაუბრებს.მმართველი
გუნდის განმარტებით,
აღნიშნული არა
„ნაციონალური მოძრაობის“
მიმართ ანგარიშსწორება,
არამედ საჭიროებაა,
რომელმაც ქვეყანას
მშვიდობა უნდა
შეუნარჩუნოს და ნათელი
მოფინოს სისხლიან 9-წლიან
მმართველობას.შეგახსენებთ,
საგამოძიებო კომისიაში 8
წევრია და ისინი ექვსი თვე
თეა წულუკიანის
ხელმძღვანელობით
იმუშავებენ, რათა
სამართლებრივი
რეაგირებისთვის
პროკურატურას შესაბამისი
დასკვნით მიმართონ.