პარლამენტმა 85 ხმით,
პირველი მოსმენით
„მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების შესახებ“
კანონში ცვლილება
მიიღო.როგორც
მომხსენებელმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილემ ვახტანგ
ცინცაძემ განაცხადა,
კანონპროექტის თანახმად,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის მიერ ერთ
მსესხებელზე გასაცემი
მიკროკრედიტის ლიმიტი 100
ათასი ლარიდან 200 ათას
ლარამდე იზრდება და
აღნიშნულ ცვლილებასთან
მიმართებით, ეროვნულ ბანკს
ენიჭება უფლებამოსილება
ნორმატიული აქტით
განსაზღვროს დამატებითი
მოთხოვნები
მიკროკრედიტთან
დაკავშირებით.კანონპროექტის
ავტორია ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
სამინისტრო და ეროვნული
ბანკი, ხოლო ინიციატორი -
საქართველოს მთავრობა.