პარლამენტმა მესამე
მოსმენით განიხილა და 82
ხმით მიიღო „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტთა
პაკეტი.საკითხი
განსახილველად ერთ-ერთმა
ინიციატორმა, პარლამენტის
წევრმა ირაკლი
მეზურნიშვილმა
წარადგინა.ცვლილებათა
პროექტი კანონიდან იმ
ნორმების ამოღებას
ითვალისწინებს, რომელიც
საჯარო სამართლის
იურიდიული პირის −
საქართველოს კონკურენციის
ეროვნული სააგენტოს
მართვას, სააგენტოს
მართვის ორგანოს (საბჭოს)
და აღმასრულებელი
დირექტორის
უფლებამოსილებებს
ეხება.კანონპროექტი ასევე
ითვალისწინებს
კონკურენციის სააგენტოში
მმართველობითი ორგანოს, 5
წლის ვადით არჩეული
5-წევრიანი საბჭოს შექმნის
თაობაზე კანონში არსებული
ჩანაწერის გაუქმებას,
რომელიც 2027 წლის 1 იანვარს
უნდა შესულიყო ძალაში.