პარლამენტმა, პლენარულ
სხდომაზე, 86 ხმით, 2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელ
პარლამენტის დროებით
საგამოძიებო კომისიას
უფლებამოსილების ვადა
ერთი თვით, მიმდინარე წლის 5
ივლისამდე
გაუგრძელა.დადგენილების
მიღებამდე, საგამოძიებო
კომისიის თავმჯდომარე თეა
წულუკიანმა, პლენარულ
სხდომაზე, კომისიის მიერ
გაწეული საქმიანობის
მეორე შუალედური ანგარიში
წარადგინა, რომელიც 2025 წლის
13 თებერვლიდან 2025 წლის 23
მაისამდე პერიოდს
მოიცავს.თეა წულუკიანის
განცხადებით, დღეისთვის
საგამოძიებო კომისიამ 30-ზე
მეტი საჯარო სხდომა
გამართა და 100-ზე მეტი პირი
გამოჰკითხა. მისივე თქმით,
კომისიაში შესული 600-მდე
განცხადებიდან 500-ზე მეტი
დამუშავებულია და მათი
ნახევარზე მეტი წამებასა
და არაადამიანურ
მოპყრობას, ან და ამ გზით
ჩამორთმეულ საკუთრებასა
და ბიზნესს ეხება.როგორც
თეა წულუკიანმა აღნიშნა,
კომისიისთვის
უფლებამოსილების ვადის
ერთი თვით გახანგრძლივება,
პირველ რიგში, 2013-2025 წლების
პერიოდის კვლევისთვისაა
საჭირო.„ჩვენ მიერ
განსახილველი ექვსი თემა
ძალიან მასშტაბურია.
მათგან მეექვსე საკითხი 2013 -
2025 წლების პერიოდს ეხება.
ჩვენ გვევალება
შევისწავლოთ ის
დამაზიანებელი
მოქმედებები, რომლებსაც
წინა ხელისუფლების დროს
პოლიტიკური თანამდებობის
მქონე პირები ან კიდევ ის
პირები, რომლებიც დღეს
პოლიტიკურ პარტიებში
არიან გაწევრიანებული,
ჩადიან სახელმწიფოსა და
ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ქვეყნის შიგნით,
ასევე, განსაკუთრებით,
საზღვარგარეთ. ეს თემა
გამოსაკვლევად მიმდინარე
წლის აპრილში გადმოგვეცა
და შესაბამისად, ამ
კონკრეტული თემის
საკვლევად, დამატებითი
ვადა გვჭირდება. ვადის
გაგრძელების შემთხვევაში
კი, საჯარო სხდომის
ფარგლებში ჩვენ არაერთი
პირი გვეყოლება
გამოსაკითხი“, - განაცხადა
თეა წულუკიანმა.მისი თქმით,
საკმაოდ წარმატებით
მიმდინარეობს პარლამენტის
მიერ კომისიისთვის
განსაზღვრული ხუთი თემის:
მკვლელობები, წამება,
არაადამიანური მოპყრობა,
ბიზნესის რეკეტი, კორუფცია,
მედიის თავისუფლება და 2008
წლის აგვისტოს ომი -
კვლევა.„მომდევნო თვეში ამ
საკითხებზე მუშაობის
მიმართულებით, ძირითადად
დრო დაეთმობა
დოკუმენტებზე მუშაობას და
დასკვნის პროექტის
შედგენის დასრულებას.
დაგეგმილია, კომისიას 4-5
ივლისს, დასამტკიცებლად
შევთავაზოთ დასკვნა, თუ
ჩვენი მუშაობის პერიოდში
რაიმე განსაკუთრებული
წინაღობა არ გამოიკვეთა და
ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ
ბოლო 1 თვე დაგვრჩება
სამუშაოდ.აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ
კანონმდებლობა რომ
იძლეოდეს შესაძლებლობას,
მრავალი თვე არ ეყოფოდა იმ
ბოროტების კვლევას, რომლის
შესახებაც ვიცოდით და
რომელთან დაკავშირებითაც,
სხდომების კვალდაკვალ, სულ
ახალ-ახალი ინფორმაცია
ხდება ცნობილი“, - აღნიშნა
კომისიის
თავმჯდომარემ.თეა
წულუკიანის განცხადებით,
მომდევნო თვეში დროებითი
საგამოძიებო კომისია
გეგმავს ხონში ჩასვლას,
სადაც სასჯელაღსრულების
ყოფილი დაწესებულებაა და
დღეისათვის საქართველოში
ის ერთადერთი ადგილია,
სადაც სააკაშვილის
დროინდელი კარცერებია
შემონახული.