პარლამენტმა განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარედ
მარიამ ლაშხი
აირჩია.კომიტეტის
თავმჯდომარედ მარიამ
ლაშხის არჩევის შესახებ
პარლამენტის დადგენილების
პროექტს დღევანდელ
პლენარულ სხდომაზე უყარეს
კენჭი.მარიამ ლაშხის
არჩევას მხარი დაუჭირა
პარლამენტის 81-მა წევრმა,
წინააღმდეგი არცერთი
იყო.საქართველოს
პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის
თანამდებობაზე მარიამ
ლაშხმა გივი მიქანაძე
შეცვალა, რომელიც
რამდენიმე დღის წინ
განათლების მინისტრად
დაინიშნა.