2024 წლის პირველი ექვსი თვის
განმავლობაში საპენსიო
სააგენტოს მიერ გაწეული
საქმიანობის და
განხორციელებული
ღონისძიებების ანგარიში,
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტს, საპენსიო
სააგენტოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა
გიორგი ჭიჭინაძემ
წარუდგინა. ანგარიში
მოიცავდა, შესაბამის
პერიოდში არსებულ ძირითად
სტატისტიკურ მონაცემებს,
ცვლილებებს და აქტივობებს
რომელიც განხორციელდა
უწყების მიერ.2024 წლის 30
ივნისის მდგომარეობით
საპენსიო აქტივების
ჯამურმა წმინდა
ღირებულებამ 5,3218 მლნ ლარს
მიაღწია, საიდანაც
საინვესტიციო საქმიანობის
შედეგად მიღებული წმინდა
ამონაგები 1,152 მლნ ლარია.
აქტივების წმინდა
ამონაგებმა 2019 წლის პირველი
იანვრიდან 2024 წლის 30
ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე
პერიოდში რეალურმა
ამონაგებმა ინფლაციის
გათვალისწინებით 21.4%
(გაწლიურებული 3.6%) შეადგინა.
პენსია გაიცა სხვადასხვა
კატეგორიის 4,019 პირზე და
ჯამურად შეადგინა 17,433,462.84
ლარი.2024 წლის ივნისის
მდგომარეობით საპენსიო
აქტივების 80.7% განთავსებული
იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ
ვალუტაში დენომინირებულ
აქტივებში. რაც შეეხება
აქტივების განაწილებას
ინსტრუმენტების მიხედვით,
საანგარიშო პერიოდის
ბოლოსთვის 59.0% განთავსებული
იყო 9 ქართულ კომერციულ
ბანკში სადეპოზიტო
სერტიფიკატებსა და ვადიან
ანაბრებში, რომელთაც
ერიცხებათ ფიქსირებული
სარგებელი, ხოლო 6.0%
ნომინალური მფლობელობის
სარგებლიან მიმდინარე
ანგარიშებზე, 2024 წლის 30
ივნისის მდგომარეობით,
აქტივების 91.6% განთავსებული
იყო მინიმუმ ქვეყნის
საკრედიტო რეიტინგზე ერთი
საფეხურით ნაკლები
რეიტინგის მქონე
კომერციულ ბანკებსა და
ფასიან ქაღალდებში.2024 წლის 3
იანვარს, ყველა იმ
მონაწილის საპენსიო
აქტივები, რომლებმაც არ
გამოიყენეს საინვესტიციო
პორტფელის არჩევის უფლება
2023 წლის აგვისტოდან,
დაბრუნდა კონსერვატიულ
საინვესტიციო პორტფელში,
სხვა პორტფელის არჩევის
შესაძლებლობით. შედეგად, 2024
წლის 4 იანვარს,
კონსერვატიულმა პორტფელმა
მთელი საპენსიო აქტივების
99.1% შეადგინა. 2024 წლის 30
ივნისის მდგომარეობით
საპენსიო სააგენტოს მიერ
მართულმა სამმა პორტფელმა
– კონსერვატიული,
დაბალანსებული და
დინამიკური – საკმაოდ
კარგი შედეგი აჩვენა და
ფონდების გაშვებიდან 30
ივნისამდე
დაგენერირებულმა
ამონაგებმა შესაბამისად 9.8%,
13.4% და 15.0% შეადგინა.რისკების
კონტროლის დეპარტამენტმა
წარმატებით გაიარა
ინფორმაციული
უსაფრთხოების მართვის
სისტემის ISO 27001-თან
შესაბამისობის საკონტროლო
შემოწმება, რომელიც 2024 წლის
მაისში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ
საზედამხედველო აუდიტის
ფარგლებში ISO 27001
სტანდარტთან შეუსაბამობა
არ
დაფიქსირებულა.ცვლილებები
განხორციელდა საპენსიო
შენატანების
ადმინისტრირების
დამსაქმებლებლის
ელექტრონულ სისტემა და
ფუნქციონალი.
დასაქმებულის პირად
გვერდზე მომხმარებლის
ახალი მეთოდით კერძოდ,
ბანკის (BOG) პარამეტრებით
ავტორიზაციის
უზრუნველსაყოფად საჭირო
სამუშაოები. სიახლის
რეალურ გარემოში
იმპლემენტაცია
განხორციელდება
შესაბამისი სამართლებრივი
რეგულაციების მიღების
შემდგომ.საქართველოს
პარლამენტის მიერ
შერჩეული აუდიტორული
კომპანიის შპს „დელიოტი“
და ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს
დასრულდა სააგენტოსა და
საპენსიო ფონდის 2023 წლის
ფინანსური ანგარიშგების
აუდიტის პროცესი და
მომზადდა აუდიტის
დასკვნები.2023 წლის
ნოემბერში შეიქმნა
საინვესტიციო რისკების
მთავარი ოფიცრის პოზიცია
და 2024 წელს დაინიშნა
შესაბამისი კადრი. ამ
საქმიანობის ფარგლებში
საინვესტიციო რისკების
მონიტორინგის სამსახურის
მიერ რეგულარულად ხდება
საინვესტიციო რისკების
ანგარიშის მომზადება. 2024
წლის 15 თებერვალს ხელი
მოეწერა სპეციალიზებული
დეპოზიტარული
მომსახურების
ხელშეკრულებას.საზოგადოებასთან
ურთიერთობა საპენსიო
სააგენტოსთვის, სქემაში
ჩართული პირებისთვის
ინფორმაციის მიწოდება და
მაქსიმალური
გამჭვირვალობა ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ამოცანას
წარმოადგენს. შესაბამისად,
2024 წლის განმავლობაში
გამოქვეყნდა 499
სატელევიზიო, რადიო, ონლაინ
და ბეჭდური მასალა. ასევე,
საზოგადოებისთვის
ინფორმაციის მიწოდება
ხორციელდებოდა საპენსიო
სააგენტოს სოციალური
ქსელების, ელექტრონული
ფოსტის, ვებ გვერდის,
ბლოგის, მოქალაქეთა
მისაღების, იუსტიციის
სახლების 117 ფილიალის და
ცხელი ხაზის დახმარებით.
ამავე პერიოდში
განხორციელდა ვებგვერდის
რებრენდინგი და შშმ
პირებზე
ადაპტაცია.ინფორმაციას
საქართველოს პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.