პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მაყვალა გონაშვილს მოუსმენენ

Primetime.ge 1 თვე წინ 20
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მაყვალა გონაშვილს მოუსმენენ
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მორიგ სხდომას ჩაატარებს. საგამოძიებო კომისიის წევრები მოუსმენენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილს. საუბარი შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდში საქართველოს მწერალთა კავშირის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.ცნობისთვის, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის პერიოდი 5 ივლისამდე ხანგრძლივდება. საკითხი დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ანგარიშთან ერთად ბიუროს სხდომას წარედგინება. 
სრულად წაიკითხეთ სტატია