2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელმა
პარლამენტის დროებითმა
საგამოძიებო კომისიამ
დღევანდელ სხდომაზე ერთი
საკითხი განიხილა.პოეტმა,
მაყვალა გონაშვილმა,
რომელიც 2004 წელს
საქართველოს მწერალთა
კავშირის თავმჯდომარედ
აირჩიეს, „ვარდების
რევოლუციის“ შემდეგ
მწერალთა კავშირთან
დაკავშირებით
განვითარებულ მოვლენებზე
ისაუბრა.მისი განცხადებით,
„ვარდების რევოლუციის“
შემდეგ საქართველოს
ხელისუფლებამ მწერალთა
კავშირზე ზეწოლა დაიწყო,
კერძოდ: კანონმდებლობაში
შეტანილი ცვლილებების
შედეგად მწერალთა კავშირს
სტატუსი შეეცვალა, რის
გამოც მისი უფლებები
შეიზღუდა, მათ შორის,
კავშირის წევრებს
შეუწყდათ ხელფასები;
მწერალთა კავშირს
ჩამოერთვა მაჩაბლის 11-ში
მდებარე შენობა, ასევე
გაიყიდა მწერალთა
კავშირის საკუთრებაში
არსებული
პოლიკლინიკა.როგორც
მაყვალა გონაშვილმა
აღნიშნა, ხელისუფლების
მთავარი სამიზნე მწერალთა
კავშირის ისტორიული
შენობა იყო.მისი თქმით,
მწერალთა კავშირმა, მას
შემდეგ რაც შენობის დაცლის
მოთხოვნის შესახებ წერილი
მიიღო, სასამართლოში
სარჩელი შეიტანა, რომ
აღნიშნული პროცესი
შეჩერებულიყო.მაყვალა
გონაშვილის განცხადებით,
მიუხედავად იმისა, რომ
სასამართლომ საქმე
წარმოებაში მიიღო, 2007 წლის 21
აგვისტოს, ღამის 4 საათზე,
კანონის დარღვევით,
ძალოვანი სტრუქტურების
წარმომადგენლებმა შენობა
გატეხეს და მისი დაცლა
დაიწყეს, რა დროსაც ნივთებს
ფანჯრებიდან
ყრიდნენ.მისივე თქმით, მას
შემდეგ რაც აღნიშნულ
შენობაში მწერალთა სახლი
შეიქმნა, მწერალთა კავშირს
ისტორიულ შენობაში მხოლოდ
საღამოების ჩატარების
უფლება მიეცა.მაყვალა
გონაშვილის შეფასებით,
„ვარდების რევოლუციის“
შემდეგ ხელისუფლებაში
მოსული პოლიტიკური ძალის
მიერ გატარებული
ქმედებები სამ მიზანს
ემსახურებოდა:
ცნობიერების შეცვლას და
ახალი ადამიანის
გამოყვანას, ქონების
შოვნას და საზოგადოებაში
შიშის დათესვას.კომისიამ
საჯარო ფორმატში მოსმენის
დასრულების შემდეგ
რამდენიმე საკითხი
სამუშაო რეჟიმში განიხილა.