პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის თაობაზე იმსჯელეს

Primetime.ge 4 საათი წინ 11
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის თაობაზე იმსჯელეს
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის თაობაზე იმსჯელეს და წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილია კანონპროექტები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ თანამდევ კანონპროექტებთან ერთად, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ასევე თანამდევ კანონპროექტებთან ერთად და დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“.ბიურომ, კომიტეტების მიმართვის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ, ცნობად მიიღო ინფორმაცია პარლამენტის წევრ გიორგი სოსიაშვილის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ.ბიუროს წევრებმა ასევე მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის 2025 წლის 9 აპრილიდან ძალაში შესვლის შესახებ და 2025 წლის 7 მარტს, ქალაქ აშხაბადში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების 2025 წლის 1 მაისიდან ძალაში შესვლის შესახებ.
სრულად წაიკითხეთ სტატია