პარლამენტი მიმდინარე
კვირაში ახალ
საკანონმდებლო
ინიციატივას განიხილავს,
რომელიც მალე ქვეყანაში
უცხოური გრანტების
გაცემის წესს შეცვლის.
ამიერიდან დონორი
ვალდებული იქნება თანხის
გაცემის შესახებ ნებართვა
მთავრობიდან
მოიპოვოს.უცხოური გრანტის
მიღებას მთავრობის, ან
მთავრობის მიერ
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის
თანხმობა დასჭირდება -
თანხმობის გარეშე
გაცემული გრანტის მიღება
კი აკრძალული იქნება და ის
პასუხისმგებლობის
დაკისრებას გამოიწვევს.
ამასთან, კანონის
ამოქმედების შემდეგ,
საერთაშორისო
ორგანიზაციებს პოლიტიკური
პარტიებისთვის ლექციის,
სემინარის ან სხვა მსგავსი
საჯარო ღონისძიების
მოწყობაც
აეკრძალებათ.მმართველ
გუნდში ამბობენ, რომ კანონი
გრანტის საფარქვეშ
ქვეყანაში
დესტაბილიზაციის
შემოტანას უპირისპირდება.
ახალი კანონით შეზღუდვები
სპორტულ ასოციაციებს,
ფედერაციებს და
განათლების სფეროს არ
შეეხება. საკანონმდებლო
პაკეტს პირველი მოსმენით
დღეს იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი განიხილავს. ამის
შემდეგ ის პლენარულ
სხდომაზე გავა.