პარლამენტი განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 16 საათი წინ 9
პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტი 29 დეკემბერს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.„საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტს. ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.ღონისძიების გაშუქების მიზნით პარლამენტის სასახლის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოეწყობა მედიასივრცე, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ, თვალი ადევნონ ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპონდენტები. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას ინაუგურაციის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია