პროტესტის 27-ე დღე
პარლამენტთან. რუსთაველის
გამზირი უკვე გადაიკეტა.
აქციის მონაწილეების
მოთხოვნა ახალი
არჩევნების დანიშვნა და
ასევე, დაკავებულების
გათავისუფლება. პროტესტი
მშვიდ ვითარებაში
გრძელდება.საპროტესტო
აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ
რეჟიმში გრძელდება. დღის
განმავლობაში თბილისის
სხვადასხვა ლოკაციაზე
საპროტესტო მსვლელობები
იმართება, საღამოს 20:00
საათიდან კი შეკრების
ადგილი პარლამენტის
მიმდებარე
ტერიტორიაა.ცნობისთვის,
მოქალაქეების პროტესტი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
კობახიძის 28 ნოემბრის
განცხადებას მოჰყვა,
რომლის მიხედვითაც
საქართველომ ევროკავშირში
გაწევრიანებაზე
მოლაპარაკებების გახსნა 2028
წლამდე გადადო.